„ატლეტიკო“ რეშფორდის გაფორმებას აპირებს #1TVSPORT
„ატლეტიკო“ რეშფორდის გაფორმებას აპირებს #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკო“ ინტერესს გამოთქვამს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის მარკუს რეშფორდის მიმართ, რომელიც დღეს „ბარსელონაში“ თამაშობს იჯარის წესით. როგორც გამოცემა El Nacional წერს, მადრიდული კლუბი იმედოვნებს, რომ ჩაშლის „ბარსელონას“ გეგმებს 28 წლის ინგლისელის შენარჩუნებაზე. „ატლეტიკო“ მზად არის სერიოზულ მსხვერპლზე წავიდეს, რათა რეშფორდი თავისთან გადაიბიროს.

უფრო ადრე ინგლისელმა აცნობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას, რათა მან არ განიხილოს წინადადებები ლა ლიგას სხვა კლუბებისგან, რადგან კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ბარსელონაში“ სურს. მიუხედავად ამისა, „ატლეტიკოში“ დარწმუნებულნი არიან, რომ შეძლებენ რაშფორდისთვის უფრო სარფიანი კონტრაქტის შეთავაზებას.

ამ სეზონში რაშფორდმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.