„ატლეტიკო“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდია
„ატლეტიკო“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდია

მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ, მადრიდის „ატლეტიკო“ TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე კლუბებს შორის საუკეთესოა მოპოვებული ქულების რაოდენობით. მადრიდელებისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს – საშუალოდ მატჩში 2.55 ქულას. მხოლოდ სერია A-ს ლიდერ „მილანს“ აქვს ასეთივე შედეგი, ოღონდ ის მადრიდულ კლუბს ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება. „ატლეტიკოს“ ეს სხვაობა +17 აქვს, „მილანს“ კი +13.

„ატლეტიკო“ ასევე საუკეთესო გუნდია დაცვაში თამაშის მხრივ – ორი გაშვებული გოლი პრიმერას ცხრა მატჩში. მასთან ყველაზე ახლოს ამ მაჩვენებლით „ლაიპციგი“ იმყოფება, რომელმაც ბუნდესლიგის ცხრა მატჩში ექვსი გოლი გაუშვა.

მადრიდის „ატლეტიკო“ 23 ქულით მეორე ადგილზეა პრიმერას გათამაშებაში, მაგრამ ლიდერ „სოსიედადზე“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.