„ატლეტიკო“ ხამეს როდრიგესში 10-15 მილიონ ევროს იხდის
„ატლეტიკო“ ხამეს როდრიგესში 10-15 მილიონ ევროს იხდის

მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესებულია მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის გადაბირებით.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, დიეგო სიმეონეს გუნდი მზად არის კოლუმბიელ ფეხბურთელში 10-15 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამასთან, ხამესის სავარაუდო ღირებულება სატრანსფერო ბაზარზე 32 მილიონ ევროს შეადგენს.

2019-20 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში როდრიგესმა რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.