„ატლეტიკო“ ხამეს როდრიგესით დაინტერესდა, ფეხბურთელი წინააღმდეგი არ არის
„ატლეტიკო“ ხამეს როდრიგესით დაინტერესდა, ფეხბურთელი წინააღმდეგი არ არის

მადრიდის „ატლეტიკო“ თანაქალაქელი „რეალისგან“ ხამეს როდრიგესის გადაბირებით არის დაინტერესებული და, როგორც ირკვევა, ამ ვარიანტის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

მიუნხენის „ბაიერნმა“, სადაც ხამესი ორი წელია იჯარით თამაშობს, უკვე განაცხადა, რომ მოთამაშესთან პერმანენტული კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს და, გარდა ამისა, კოლუმბიელი არც „რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გეგმებში შედის.

ცოტა ხნის წინ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხამესით ნაპოლი იყო დაინტერესებული, თუმცა იტალიელთათვის მადრიდელთა მიერ მოთხოვნილი ფასი ძალიან მაღალი აღმოჩნდა.