„ატლეტიკო“ ჯესი ლინგარდით ინტერესდება #1TVSPORT
„ატლეტიკო“ ჯესი ლინგარდით ინტერესდება #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ჯესი ლინგარდმა, შესაძლოა, ესპანეთში გააგრძელოს კარიერა.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა 90min იტყობინება, ინგლისელმა მადრიდის „ატლეტიკო“ დააინტერესა. ესპანეთის ჩემპიონი ლინგარდით შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

აღნიშნავენ, რომ „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს პირადად სურს თავის გენდში ფეხბურთელის ხილვა. არგენტინელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ლინგარდი შეძლებს გუნდში დამკვიდრებას.

გასული სეზონის მეორე ნახევარში ლინგარდმა იჯარით „ვესტ ჰემში“ ითამაშა, ამ გუნდში 19 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.