„ატლეტიკო“ ფელიქსში რეკორდულ თანხას იხდის
„ატლეტიკო“ ფელიქსში რეკორდულ თანხას იხდის

„ბენფიკას“ ნახევარმცველმა ჟოაო ფელიქსმა კარიერა შესაძლოა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელოს. მადრიდელები 19 წლის პორტუგალიელში 120 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ. ეს მათთვის სატრანსფერო რეკორდი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას „მარკა“ (Marca) ავრცელებს.

ამჟამად, „ატლეტიკოს“ ყველაზე დიდ თანხა ტომ ლემარში აქვს გადახდილი, ფრანგი ნახევარმცველი მათ 70 მილიონ ევროდ შეიძინეს. წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები ფელიქსის შესაძენად ანტუან გრიზმანის გაყიდვიდან შემოსულ თანხას გამოყოფენ, რომლისგანაც კლუბი 120 მილიონის აღებას გეგმავს.

2018/2019 წლების სეზონში ჟოაომ „ბენფიკას“ რიგებში 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.