„ატლეტიკო“ ესპანეთის თასს გამოეთიშა
„ატლეტიკო“ ესპანეთის თასს გამოეთიშა

ესპანეთის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპი სრულდება. განმეორებითი მატჩის შემდეგ, ტურნირს მადრიდის „ატლეტიკო“ გამოეთიშა.

დიეგო სიმეონეს გუნდს, პირველი მატჩი სტუმრად „ჟირონას“ წინააღმდეგ, 1:1 ჰქონდა ნათამაშები. განმეორებით მატჩში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ანგარიში მადრიდელმა კალინიჩმა გახსნა, რასაც „ჟირონამ“ ვალერისა (37-ე წუთი) და სტუანის (59) გოლებით უპასუხა.
„ატლეტიკოს“ ორი გოლი სჭირდებოდა თასზე დასარჩენად და ეს გოლები კორეამ და გრიზმანმა გაიტანეს. 84-ე წუთისთვის ანგარიში 3:2 გახდა, მაგრამ მასპინძლებმა მატჩი სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანეს – 88-ე წუთზე „ჟირონა“ მარცხს​ სეიდუ დუმბიამ გადაარჩინა და თავის გუნდს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა – 3:3.

ჟირონას“ გარდა, მეოთხედფინალში გასულები არიან – „ვალენსია“, „ხეტაფე“, „რეალი“ და „სევილია“. ბოლო სამი მეოთხედფინალისტი ხუთშაბათს გაირკვევა.