„ატლეტიკო“-„ჩელსი“ ვარშავაში გაიმართება
„ატლეტიკო“-„ჩელსი“ ვარშავაში გაიმართება

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ.

23 თებერვალს დანიშნული მატჩის მადრიდიდან პოლონეთში გადატანა უკავშირდება კორონავირუსის გამო ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიმოსვლის შეზღუდვას.

ასევე პალმიერიმ გამოაცხადა, რომ ევროპის ლიგაზე 1/16 ფინალის პირველი მატჩი „ბენფიკასა“ და „არსენალს“ (18 თებერვალი) შორის რომში გაიმართება, ხოლო „რეალ სოსიედადი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (18 თებერვალი) ტურინში ითამაშებენ.

ორი დღის წინ, უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მერვედფინალი „ლაიპციგსა“ და „ლივერპულს“ შორის ლაიპციგიდან ბუდაპეშტში გადაიტანეს.