„ატლეტიკო“ ანტონის შეძენას ფიქრობს #1TVSPORT
„ატლეტიკო“ ანტონის შეძენას ფიქრობს #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკო“ განიხილავს ბრაზილიელი გარემარბის ანტონის შეძენის შესაძლებლობას. ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-ს მონაცემებით, ესპანურმა კლუბმა უკვე დაიწყო ინფორმაციის შეგროვება ბრაზილიელ ფეხბურთელზე.

ამჟამად ანტონი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნის, „ბეტისში“ თამაშობს იჯარის წესით. უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ სევილიურ კლუბს იჯარით კიდევ ერთი წლით სურს ანტონის დატოვება.

აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის ფეხბურთელი 40-50 მილიონ ევროდ გაყიდოს.