„ატლეტიკის“ ინფორმაციით, მეკარე კაოიმინ კელეჰერი ზაფხულში „ლივერპულს“ დატოვებს #1TVSPORT
კაოიმინ კელეჰერი ზაფხულში „ლივერპულს“ დატოვებს. როგორც გავლენიანი გამოცემა „ატლეტიკი“ იუწყება, ირლანდიელმა მეკარემ გადაწყვეტილება კლუბის მიერ გიორგი მამარდაშვილის შეძენის შემდეგ მიიღო.
26 წლის კელეჰერმა მიმდინარე სეზონში ალისონ ბეკერის ტრავმის პერიოდში გამოიჩინა თავი და 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ირლანდიელი მეკარე კლუბის მეორე ნომრად ითვლებოდა, მაგრამ ქართველის ტრანსფერის შემდეგ, შესაძლოა, მესამე მეკარედ ჩამოქვეითდეს, რაც მისთვის მიუღებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, კელეჰერის ტრანსფერზე მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. „ლივერპული“ მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ფუნტს ითხოვს. პრემიერლიგაში კელეჰერით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის – „ვესტ ჰემი“, „ბორნმუთი“, „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“.
გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ პირველი ივლისიდან შეუერთდება. ის გასულ ზაფხულს ინგლისურმა გრანდმა „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა და ესპანურ გუნდში ერთი წლით იჯარის წესით დატოვა.