„ატლანტამ“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
„ატლანტამ“ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე „ატლანტამ“ გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები განახორციელა. „ჰოუქსის“ ხელმძღვანელებისთვის ის შედეგი, რასაც დღეს გუნდი აჩვენებს, შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება. ჯორჯიელები 14 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ „ატლანტა“, ჯერჯერობით საპლეიოფო ზონის მიღმა არის. ამ შედეგის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაუსრულებელი ტრავმიანობაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობა გუნდის თამაშით უკმაყოფილოა.

ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვკის იუწყება, რომ „ატლანტა“ მთავარ მწვრთნელ ლოიდ პირსს დაემშვიდობა.

44 წლის სპეციალისტის სტატისტიკა „ჰოუქსში“ ასე გამოიყურება. 63 მოგება და 120 მარცხი.