„ატლანტა“ MLS-ის ჩემპიონი გახდა [ვიდეო]
„ატლანტა“ MLS-ის ჩემპიონი გახდა [ვიდეო]

ჩრდილოეთ ამერიკაში ​ MLS-ის საფეხბურთო ლიგის 2018 წლის ჩემპიონი გამოვლინდა. ფინალში „ატლანტა იუნაიტედმა“ 2:0 „პორტლენდ ტიმბერსს“.

გოლები 39-ე და 54-ე წუთებზე ვენესუელელმა ხოსეფ მარტინესმა და არგენტინელმა ფრანკო ესკობარმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ „ტორინოს“ ყოფილმა ფორვარდმა მარტინესმა, სეზონი 35 გოლით დაასრულა. მანვე ფინალის MVP-ის პრიზი დაიმსახურა.

„ატლანტა იუნაიტედი“, რომელიც 2014 წელს დაარსდა, MLS-ის თასის მფლობელი პირველად გახდა. გუნდი ამ წარმატებამდე პარაგვაისა და არგენტინის ნაკრებების, აგრეთვე, „ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა, არგენტინელმა ხერარდო მარტინომ მიიყვანა. ამ სპეციალისტმა უკვე გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ, თანამდებობას დატოვებს.

„ატლანტა იუნაიტედმა“ პლეი ოფის წინა რაუნდებში, ორი მატჩის ჯამში ​ ნიუ-იორკული კლუბები: 1/4 ფინალში „ნიუ იორკ სიტი“ – 4:1 (3:1, 1:0) და 1/2 ფინალში „ნიუ იორკ რედ ბული“ – 3:1 (3:0, 0:1) დაამარცხა.