„ატლანტა იუნაიტედი“ სახლში ლიდერთან დამარცხდა - საბა ლობჟანიძე მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა #1TVSPORT
„ატლანტა იუნაიტედი“ სახლში ლიდერთან დამარცხდა - საბა ლობჟანიძე მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ატლანტა იუნაიტედში“, რომელმაც ამერიკის ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, „ცინცინატს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ატლანტელების სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის „ატლანტა“ 1:0-ის იგებდა. მე-10 წუთზე „ცინცინატის“ კარი ედვინ მოსკერამ აიღო და მასპინძლები დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ გათამაშების ლიდერი გააქტიურდა და თამაშის დასასრულს „ატლანტას“ კარი ორჯერ აიღო. 75-ე წუთზე ანგარიში ლუჩანო აკოსტამ ეფექტური დარტყმით გაათანაბრა, ხოლო თამაშის მიწურულს ბრანდონ ვასკესმა „ცინცინატს“ გამარჯვება მოუტანა.

წაგების მიუხედავად, „ატლანტა იუნაიტედი“ 27 ტურის შემდეგ 41 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა და, ამ პოზიციიის შენარჩუნებით, ქართველის გუნდი პლეი ოფში ითამაშებს.