ათი ქულა და სამი მოხსნა – ზაზა ფაჩულიას დებიუტი დეტროიტში [ვიდეო]
DETROIT, MI - SEPTEMBER 24: Zaza Pachulia #27 of the Detroit Pistons poses for a portrait during Media Day at Little Caesars Arena on September 24, 2018 in Detroit, Michigan. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Gregory Shamus/Getty Images)
პირველი, წინასასეზონო მატჩი ჩაატარა „დეტროიტ პისტონზმა“ და ამ გუნდში ზაზა ფაჩულიას დებიუტიც შედგა. ქართველი ცენტრი „ოკლაჰომასთან“ მატჩში, სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და მოედანზე 14 წუთი და 26 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, ფაჩულიამ 10 ქულა (4/6 – თამაშიდან, 2/2 – საჯარიმოდან), 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ზაზას ეფექტურობის კოეფიციენტი -4 იყო.
„დეტროიტმა“ საბოლოოდ, რასელ უესტბრუკისა და პოლ ჯორჯის გარეშე მოთამაშე „ოკლაჰომას“ 97:91 (26:28, 23:24, 26:21, 22:18) მოუგო. „პისტონზის“ რიგებში 31 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო ანდრე დრამონდი იყო.