ათენში საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა
ათენში საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა

ათენში საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ. მოქალაქეები 2023 წლის 28 თებერვალს სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავრობას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებიის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მოქალაქეები კი მათი მიმართულებით სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ქვებს ისროდნენ. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

2023 წლის 28 თებერვალს საბერძნეთში სატვირთო მატარებელი სტუდენტებით სავსე სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. შემთხვევას 57 ადამიანი ესმხვერპლა. გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა მთავრობას ბრალი დასდეს მტკიცებულებების დაფარვაში. მათი განცხადებით, ადამიანების უმეტესობა დაიღუპა შეჯახების შემდეგ მომხდარი აფეთქების გამო. „როიტერი“ წერს, რომ სასამართლო პროცესი 2024 წლის ივნისში იყო ჩანიშნული, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ოფიციალური დასკვნა არ არსებობს.