ათენში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება
ათენში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

ათენში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციების თანახმად, ცხრა ადამიანზე მეტის შეკრება, ხოლო ქორწილებსა და დაკრძალვებზე 20 ადამიანზე მეტის დასწრება აიკრძალება.

ასევე, დაიკეტება კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სახლში დარჩენა იქნება რეკომენდებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 15 142 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 338 ლეტალური აღმოჩნდა.