„ატეიტის თასის“ მესამეადგილოსან ტორპედოელებს ქუთაისში საზეიმო დახვედრა მოუწყეს #1TVSPORT
„ატეიტის თასის“ მესამეადგილოსან ტორპედოელებს ქუთაისში საზეიმო დახვედრა მოუწყეს #1TVSPORT

ატეიტის თასის“ გათამაშებაში მესამე ადგილზე გასული ქუთაისის „ტორპედოს“ 13 წლამდელთა შემადგენლობა სამშობლოში დაბრუნდა – პატარებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს კლუბის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და გულშემატკივრებმა.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ ღონისძიებაზე გუნდის სრულ შემადგენლობას საპატიო სიგელები გადაეცა. რატი ჩიხლაძის გაწვრთნილი გუნდი 21 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით „ატეიტის თასზე“ იღებდა მონაწილეობას. ქუთაისელების 13 წლამდელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ლიდერის სტატუსით განაგრძეს გათამაშებაში მონაწილეობა.

„ტორპედომ“ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კაუნასისჟალგირისის“ საფეხბურთო აკადემია პენალტების სერიაში დაამარცხა. ტურნირის საუკეთესო მეკარედ ქუთაისელთა „ტორპედოს“ გოლკიპერი ლუკა მამასახლისი აღიარეს.