„ატალანტას“ ორი თანამშრომელი კორონავირუსმა იმსხვერპლა
„ატალანტას“ ორი თანამშრომელი კორონავირუსმა იმსხვერპლა

იტალიის სერია A-ს კლუბის „ატალანტას“ ორი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ბერგამოული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

პანდემიის მხვერპლნი გახდნენ სკაუტი ალბინო ბრონი და ახალგაზრდული გუნდის მასაჟისტი სევერინო პოსენტი.

ეს არ არის COVID-19-ის გამო სიკვდილიანობის პირველი შემთხვევა „ატალანტაში“. უფრო ადრე, ამ მიზეზით ახალგაზრდული გუნდის თანამშრომლები დაიღუპნენ – ენცო მარანდო და ენცო დონინუ.