„ატალანტამ“„ჩელსიდან“ ძაპაკოსტა შეიძინა #1TVSPORT
„ატალანტამ“„ჩელსიდან“ ძაპაკოსტა შეიძინა #1TVSPORT

ბერგამოს „ატალანტამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ლონდონის „ჩელსიდან“ მცველ დავიდე ძაპაკოსტას ტრანსფერის შესახებ.

კლუბებს არ გაუმხელიათ გარიგების დეტალები, მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ეს იყო სრულფასოვანი ტრანსფერი. ადრე იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომ 29 წლის იტალიელმა „ატალანტასთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2020-21 წლების სეზონში ძაპაკოსტა იჯარით „ჯენოაში“ თამაშობდა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა 25 მატჩში.