„ატალანტამ“ ბრილ ემბოლო შეიძინა #1TVSPORT

19:43, 23.08.2026

შვეიცარიის ნაკრების ფორვარდი ბრილ ემბოლო იტალიის ჩემპიონატში ითამაშებს.

ბერგამოს „ატალანტამ“ ოფიციალურად გამოაცხადა „რენის“ თავდამსხმელის შეძენის შესახებ და მასთან 2029-30 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი. ფრანგულმა კლუბმა დაახლოებით 18 მილიონი ევრო მიიღო.

ემბოლომ „რენში“ ერთი სეზონი ითამაშა, მანამდე ის რამდენიმე წელი „მონაკოში“ გამოდიოდა.

მსგავსი