„ასტრაზენეკა“ - მონაცემების განხილვის შედეგად, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა
„ასტრაზენეკა“ - მონაცემების განხილვის შედეგად, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა

კომპანია „ასტრაზენეკა“ აცხადებს, რომ მონაცემების განხილვის შედეგად, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა.

„ევროკავშირსა და ბრიტანეთში ვაქცინირებული 17 მილიონი ადამიანის უსაფრთხოების მონაცემების ყურადღებით განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკის მტკიცებულება არ არსებობს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განმარტებით, ტარდება დამატებითი ტესტირება, როგორც მათ მიერ, ასევე ევროპის ჯანდაცვის უწყებების მიერ და ამ შემოწმების შედეგად, შეშფოთების არანაირი მიზეზი არ გამოვლენილა.

„უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია წამოჭრილ საკითხს მჭიდროდ აკვირდება, თუმცა არსებული მაგალითები არ ადასტურებს, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ვაქცინა იყო. პანდემიის დასასრულებლად ვაქცინაცია აუცილებელია“, – აცხადებენ კომპანიაში.