„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი ვიდეორეფერის აკრიტიკებს
„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი ვიდეორეფერის აკრიტიკებს

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი დინ სმითი ვიდეორეფერის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

16 თებერვალს, ბირმინგემელები საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემს“ ხვდებოდნენ, როდესაც პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. თავდაპირველად, მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, თუმცა ვიდეორეფერიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

საბოლოოდ, ლონდონელებმა მატჩი 2-3 მოიგეს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე აინაცვლეს.

„არ მესმის, რატომ მოხდა ასე“, – განაცხადა დინ სმითმა მატჩის შემდეგ, – „42 000 ადამიანი იყო ტრიბუნებზე, მსაჯი (მარტინ ეტკინსონი) ნიშნავს დარტყმას კარიდან და ყველამ იცის, რომ პენალტი არ არის. ამ დროს, ვიდეორეფერის გადაწყვეტილება სრული გაუგებრობა იყო. მარტინ ეტკინსონის ავტორიტეტი ეჭვქვეშ დადგა. მე ვუთხარი მას მატჩის შემდეგ, რომ არაფერში ვადანაშაულებდი, უბრალოდ, საკმარისი სითამამე რომ გამოეჩინა და მონიტორამდე მისულიყო, მიხვდებოდა, რომ მისი გადაწყვეტილება სწორი იყო. ეს სულ რაღაც 30 წამს დაიკავებდა“.

ამ დამარცხების შემდეგ „ასტონ ვილა“ გასავარდნ ზონას სულ რაღაც ერთი ქულით უსწრებს.