„ასტონ ვილამ“ „ევერტონიდან“ ლუკა დინი შეიძინა #1TVSPORT
„ასტონ ვილამ“ „ევერტონიდან“ ლუკა დინი შეიძინა #1TVSPORT

ფილიპე კოუტინიოს გადაბირების შემდეგ, „ასტონ ვილამ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – „ევერტონიდან“ შეიძინა ფრანგი მცველი ლუკა დინი. ეს ინფორმაცია ბირმინგემული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, გარიგების დეტალები არ გამჟღავნებულა.

„როგორც კი გაჩნდა დინის შეძენის შესაძლებლობა, მაშინვე ვიზრუნეთ ამაზე. იანვარში ასეთი ფეხბურთელის გადაბირება – შესანიშნავი შევსებაა ჩვენი გუნდისთვის. მისმა გამოჩენამ ყველა ააღელვა ჩვენს გუნდში“, – განაცხადა „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა.

„ასტონ ვილაში“ ლუკა დინი 27-ე ნომრით ითამაშებს.