„ასტონ ვილამ“ დონიელ მალენი გაიფორმა #1TVSPORT

06:42, 15.01.2025

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „დორტმუნდისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდის, დონიელ მალენის შეძენის შესახებ.

კონტრაქტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. ადრე პრესაში წერდნენ, რომ ინგლისურ კლუბს 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.

მიმდინარე სეზონში მალენმა ბუნდესლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

„ასტონ ვილა“ მერვე ადგილზეა პრემიერლიგაში 32 ქულით.

მსგავსი