„ასტონ ვილა“ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, იბრაჰიმ მბაიეს სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT
„ასტონ ვილა“ ახლოს არის, „პარი სენ-ჟერმენის“ 18 წლის თავდამსხმელი იბრაჰიმ მბაიე დაიმატოს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი დევიდ ორშტეინი ავრცელებს.
როგორც ორშტეინი წერს, ინგლისური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს გადაიხდის და მასთან მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
18 წლის მბაიე „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია. ბოლო ორ სეზონში ის ძირითადი გუნდის წევრი იყო და ჩატარებულ 41 მატჩში 4 გოლი გაიტანა.