„ასტონ ვილა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ მარკო ასენსიოს გამოსყიდვას შეეცდება #1TVSPORT
„ასტონ ვილა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ მარკო ასენსიოს გამოსყიდვას შეეცდება #1TVSPORT

ბირმინგემის „ასტონ ვილა“ ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენიდან“ ესპანელი თავდამსხმელის, მარკო ასენსიოს გამოსყიდვას შეეცდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა GiveMeSport-ის ჟურნალისტი ჯეიკობს ბენი ავრცელებს.

როგორც ბენი წერს, მომავალ სეზონში ესპანელი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის“ გეგმებში არ შედის და მზადაა, სატრანსფერო წინადადებებს მოუსმინოს.

„ასტონ ვილამ“ მარკო ასენსიო პარიზული კლუბიდან სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიმატა. გარიგება ექვსთვიანია და 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ინგლისში გადაბარგების შემდეგ ესპანელ ფეხბურთელს სათამაშო დრო გაეზარდა და გოლების გატანაც დაიწყო.

სავარაუდოდ, „ასტონ ვილას“ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ფეხბურთელის სანაცვლოდ მომავალ ზაფხულს 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.