„ასტონ ვილა“ „მილანს“ პიონტეკის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობს
„ასტონ ვილა“ „მილანს“ პიონტეკის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობს

„მილანის“ პოლონელი თავდამსხმელი კშიშტოფ პიონტეკი შესაძლოა, მალე ინგლისის ჩემპიონატში ვიხილოთ, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

დი მარციოს ინფორმაციით, ინგლისელებმა იტალიელებს პიონტეკის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზეს და დიდი ალბათობით „მილანის“ ხელმძღვანელობა ამ წინადადებას დათანხმდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის იანვარში „მილანმა“ პიონტეკი „ჯენოასგან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

24 წლის პოლონელს „მილანის“ შემადგენლობაში თავი დიდად არ გამოუჩენია და მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ გავიდა.