„ასტონ ვილა“ კევინ დე ბრუინით ინტერესდება #1TVSPORT
„ასტონ ვილა“ კევინ დე ბრუინით ინტერესდება #1TVSPORT

„ასტონ ვილამ“ კლუბში შიდა განხილვა ჩაატარა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით, – იტყობინება Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში 33 წლის ბელგიელმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზაფხულში დატოვებდა „სიტის“, რომლის რიგებშიც 2015 წლიდან თამაშობს.

ამ სეზონში დე ბრუინმა ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.