„ასტონ ვილა“ ზაფხულში შეეცდება გააფორმოს მადრიდის „რეალის“ შემტევის არდა გიულერის ტრანსფერი, – იტყობინება გამოცემა TEAMTalk.
წყაროს ცნობით, ბირმინგემული კლუბის სპორტული დირექტორი რამონ მონჩი 20 წლის თურქი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია. აღნიშნავენ, რომ გიულერის მიმართ დაინტერესებას „ლივერპულიც“ ამჟღავნებს, მაგრამ ასევე წერენ, რომ მერსისაიდელები უფრო გამოცდილი ფეხბურთელის შეძენას ამჯობინებენ.
არდა გიულერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლითა და შვიდი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი. მისი კონტრაქტი „რეალთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.