ასტანის გრანდ სლემზე ცხრა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ასტანის გრანდ სლემზე ცხრა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა გუნდის ცხრა წევრი 10-12 მაისს ასტანის გრანდ სლემზე იჭიდავებს. ტურნირზე 88 ქვეყნის 483 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე – 73 კგ.), ირაკლი ბეროშვილი (81 კგ.), ბაქარ ერაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.), ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩვენმა გუნდმა ასტანაში 12 სპორტსმენით იასპარეზა, მაგრამ მედლების მოპოვება ვერ შეძლო.