ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა ხვალიდან ჭადრაკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ვაჟთა და ქალთა შორის პირველობისთვის 10-10 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს და თამაშები წრიული სისტემით ჩატარდება.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში – ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია არიან და გუნდის კაპიტანი ელიზბარ უბილავაა.
აღსანიშნავია რომ ჩვენმა ნაკრებმა ოთხი წლის წინ ჩინურ ჩანგუში ზუსტად ამ შემადგენლობით იასპარეზა და ჩემპიონი გახდა. მაშინ ქართველებმა ცხრა პარტიიდან რვა მოიგეს, ერთი ყაიმით დაასრულეს და მეორე ადგილოსან რუსეთს ორი ქულით აჯობეს.
ინდივიდუალურად ხოტენაშვილმა პირველ, ხოლო არაბიძემ მესამე დაფაზე ოქროს მედლები მოიპოვეს.