„ასტანას“ მწვრთნელი - გუნდური სულისკვეთებისა და ტაქტიკური შეცვლების ხარჯზე მოვიგეთ #1TVSPORT
„ასტანას“ მწვრთნელი - გუნდური სულისკვეთებისა და ტაქტიკური შეცვლების ხარჯზე მოვიგეთ #1TVSPORT

ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ საპასუხო მატჩის მოგების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.

„თბილისელთა გოლმა დაგვძაბა. გოლამდე მოედნის ცენტრში მეტოქე გვჯობდა და შეცვლები დაგვჭირდა. მეორე ნახევარში ცვლილებებმა გავგიმართლა. მატჩის დასასრული რთული იყო, „დინამომ“ წნეხის ქვეშ მოგვაქცია, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით.

ეს იყო გუნდური სულისკვეთების გამოვლენა. ტაქტიკურადაც გადავეწყვეთ, მოედნის ცენტრშიც შევძელით თამაშის გაუმჯობესება, რასაც პირველ ტაიმში ვერ ვახერხებდით. საბოლოოდ, შედეგით კმაყოფილები ვართ.

საწყისი 20 წუთი ისეთი იყო, როგორiც ჩვენ გვინდოდა. საჩვენო თამაში მიმდინარეობდა, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა. გადაწყობა ამის გამო მოგვიხდა. იყო შეცდომები, მაგრამ საბოლოოდ მთავარი შედეგია, რომელსაც მივაღწიეთ“, – განაცხადა გრიგორი ბაბაიანმა.