„ასტანა“ ვაისთან მოლაპარაკებას უარყოფს
„ასტანა“ ვაისთან მოლაპარაკებას უარყოფს

ყაზახეთის ჩემპიონმა „ასტანამ“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს იწვევდა.

ყაზახურ მედიაში გავრცელდა ცნობა, თითქოს, რომან გრიგორჩუკის „ასტანას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მიდიოდა, მის ადგილს კი ვლადიმირ ვაისი დაიკავებდა, რომელიც ალმათის „ყაირატში“ მუშაობდა და ყაზახეთში კარგად იცნობენ.

გავრცელებული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უარყო.

„რომან გრიგორჩუკს „ასტანასთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და ამ ეტაპზე, კლუბის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები არ იგეგმება“, – წერია „ასტანას“ ოფიციალურ წერილში.