„ასტანა“ „დინამოსთან“ მატჩამდე ბოსნიის ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა #1TVSPORT
„ასტანა“ „დინამოსთან“ მატჩამდე ბოსნიის ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა #1TVSPORT

„ბოსნიელი ნახევარმცველი სტეპან ლონჩარი ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისის“ მეტოქე „ასტანაში“ ჩაირიცხება“, – ინფორმაციას Meta-ratings.kz-ი ავრცელებს.

„ფერენცვაროშის“ 26 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი სტეპან ლონჩარი, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისის“ მეტოქე „ასტანაში“ ჩაირიცხება. ის ყაზახეთის დედაქალაქის გუნდში იჯარით გადავა. ნახევარმცველი გუნდს 11 ივლისს შეუერთდება.

„ფერენცვაროშთან“ ერთად ლონჩარმა მოიგო ჩემპიონატი და უნგრეთის თასი, მაგრამ გასული სეზონი ბელგიის ჩემპიონატში გაატარა. ბოსნიელი იჯარით თამაშობდა „კორტრეიკში“. ბელგიური კლუბის შემადგენლობაში მან 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

პორტალი Transfermarkt-ი ბოსნიელი მოთამაშის ღირებულებას 850 ათას ევროდ აფასებს. 2018 წლიდან სტეპან ლონჩარს პერიოდულად იწვევენ ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებში, რომლის ფორმითაც 11 მატჩი ჩაატარა.