Associated Press - თურქეთის პოლიციამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ჯამალ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს
Associated Press - თურქეთის პოლიციამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ჯამალ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს

თურქეთის პოლიციამ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ორ ოქტომბერს, სტამბოლში ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის აგენტებმა საკონსულოში მოკლეს და დაანაწევრეს.

საუდის არაბეთი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებდა, თუმცა დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა შესაძლოა, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიაროს.

ოფიციალურმა ანკარამ დიპლომატიური მისიის შემოწმების უფლება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ორ ოქტომბერს ცნობილი არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ელ-რიადში ჩავიდა.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა.