Associated Press - ჩრდილოეთ კორეა ყოველწლიურ ანტიამერიკულ აქციას აღარ ჩაატარებს
Associated Press - ჩრდილოეთ კორეა ყოველწლიურ ანტიამერიკულ აქციას აღარ ჩაატარებს

ჩრდილოეთ კორეა ყოველწლიურ ანტიამერიკულ აქციას აღარ ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიტიგი ფხენიანში ყოველ წელს კორეის ომის დაწყების წლისთავზე იმართებოდა.

გასულ წელს დემონსტრაცია ფხენიანში კიმ ირ სენის სახელობის მოედანზე ჩატარდა და მასში 100 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მაშინ ჩრდილოეთ კორეამ ანტიამერიკული საფოსტო მარკების სერიაც კი გამოსცა.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ ჩაატაროს წელს ანტიამერიკული მიტინგი, ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების დათბობას უკავშირებენ.

შეგახსენებთ, სინგაპურში გამართული აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის შემდეგ, კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პირობა დადო.