აშშ-ის ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესს ტოვებს
აშშ-ის ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესს ტოვებს

ლოს ანჯელესის მერის, ერიკ გარჩეტის განცხადებით, ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესს ტოვებს. მისი თქმით, გვარდიის წარმომადგენლების მცირე ნაწილი ქალაქში 10 ივნისამდე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დარჩება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ჩვენ მადლობას ვუხდით ეროვნული გვარდიის წევრებს მათი მზადყოფნისთვის, ემსახურონ, უზრუნველყონ დემონსტრანტების უსაფრთხოება, ბიზნესების, მაცხოვრებლებისა და ჩვენი ქალაქის ყველა წარმომადგენლის უსაფრთხოება“- განაცხადა გარჩეტიმ.