ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფეხბურთის წესებში ცვლილებები შეიტანა #1TVSPORT
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ ფეხბურთის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაამტკიცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.
ვიდეორეფერი (VAR) ჩარევას შეძლებს არა მხოლოდ წითელი ბარათებისა და გოლების ეპიზოდებში, არამედ მეორე ყვითელი ბარათისა და კუთხურის დანიშვნის შემთხვევებშიც.
კარიდან დარტყმისა და აუტის შესრულებისას 8-წამიანი ლიმიტი იმოქმედებს. აღნიშნული წესი აქამდე მხოლოდ მეკარეებზე ვრცელდებოდა. დროის გადაცილების შემთხვევაში ბურთი მეტოქეს გადაეცემა – კარიდან დარტყმის ნაცვლად კუთხური დაინიშნება, აუტს კი მოწინააღმდეგე გუნდი შეასრულებს.
შეცვლილმა ფეხბურთელმა მოედანი მაქსიმუმ 10 წამში უნდა დატოვოს. წესის დარღვევის შემთხვევაში მის ნაცვლად შესული მოთამაშე 60 წამით თამაშში ვერ ჩაერთვება და გუნდი დროებით რიცხობრივ უმცირესობაში დარჩება.
ფეხბურთელი, რომელსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩენენ, თამაშში დაბრუნებას, მინიმუმ, ერთი წუთის შემდეგ შეძლებს. ეს რეგულაცია მეკარეებზე არ გავრცელდება.