აშვეთია პოკლონსკის ნაცვლად - წყალტუბოს „სამგურალს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT
აშვეთია პოკლონსკის ნაცვლად - წყალტუბოს „სამგურალს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ უკრაინელ მწვრთნელს, ოლეკსანდრ პოკლონსკის დაემშვიდობა, მის ნაცვლად გუნდი მიხეილ აშვეთიამ ჩაიბარა – ინფორმაციას კლუბს პრესსამსახური ავრცელებს.

„უკრაინელ სპეციალისტს ოლეკსანდრ პოკლონსკის „სამგურალთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და სამშობლოში დაბრუნდა. მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში.

წყალტუბოს „სამგურალს“ გუნდის სპორტული დირექტორი, მიხეილ აშვეთია გაწვრთნის. 46 წლის სპეციალისტი პროლიცენზიის მფლობელია და საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს.

წლების წინ მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად. 2021 წლიდან იყო „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. გასულ წლიდან მუშაობს კლუბის სპორტულ დირექტორად.

ვულოცავთ მას ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ“, – წერია წყალტუბოს „სამგურალის“ გავრცელებულ ცნობაში.