აშშ-ის თავდაცვის მდივანი - არსებობს საფრთხე, „თალიბანმა“ ავღანეთში არჩევნების წინ რამდენიმე ტერაქტი განახორციელოს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - არსებობს საფრთხე, „თალიბანმა“ ავღანეთში არჩევნების წინ რამდენიმე ტერაქტი განახორციელოს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი მიიჩნევს, რომ არსებობს საფრთხე, ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ ავღანეთში დესტაბილიზაციის მიზნით თავდასხმათა სერიები გააძლიეროს.

მისი თქმით, მოსალოდნელი ტერორისტული აქტები ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.

„ავღანეთის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებს დასავლეთისგან სრული მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, „თალიბანმა“ ამ ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს“, – განაცხადა მეტისმა.