აშშ-თალიბანის შეთანხმებით, ავღანეთიდან 5 400 ამერიკელ სამხედროს გაიყვანენ
აშშ-თალიბანის შეთანხმებით, ავღანეთიდან 5 400 ამერიკელ სამხედროს გაიყვანენ

აშშ-თალიბანის შეთანხმება ავღანეთიდან 5 400 ამერიკელი სამხედროს გაყვანას ითვალისწინებს. ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ზალმაი ხალილზადის განცხადებით, ხუთი სამხედრო ბაზიდან აშშ-ის არმიის ჯარისკაცების გაყვანა 20 კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. ავღანურ გამოცემა „ტოლო ნიუსთან“ ინტერვიუში სამშვიდობო შეთანხმების დეტალებზე საუბრისას ხალილზადმა თქვა, რომ სამხედროების გაყვანის სანაცვლოდ, თალიბანის ძალისხმევით ავღანეთი აღარ იქნება გამოყენებული, როგორც აშშ-ზე და მის მოკავშირეებზე თავდასხმების მოსამზადებელ ბაზად.

ამჟამად, აშშ-ს ავღანეთში 14 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განთავსებული. „ბიბისის“ ინფორმაციით, დარჩენილი ძალების გაყვანა დამოკიდებული იქნება გარკვეულ პირობებზე, მათ შორის: ავღანეთის მთავრობას და თალიბანს შორის მოლაპარაკების დაწყებაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე. აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა თალიბანთან ცხრა რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგები ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის გააცნო.

დატოვე კომენტარი