აშშ-ში ტორნადომ კანზასის შტატს გადაუარა
აშშ-ში ტორნადომ კანზასის შტატს გადაუარა

აშშ-ში ტორნადომ კანზასის შტატს გადაუარა. ქარბორბალას შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.

დაღუპულების შესახებ ცნობა არ გავრცელებულა. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი შენობა. რამდენიმე დასახლება კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე შტატში თითქმის 20 ტორნადო დაფიქსირდა. ამას თან ერთვოდა ძლიერი წვიმა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს 300-ზე მეტი ტორნადო დაატყდა თავს. ოჰაიოში, ინდიანაში, კანზასსა და პენსილვანიაში ქარბორბალების შედეგად საერთო ჯამში ერთი ადამიანი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე რეგიონი იძულებული გახდა, სასწავლო წელი ნაადრევად დაესრულებინა.