აშშ-ში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ უინსტონ-სალემის მუნიციპალიტეტის შენობაში მომხდარი სროლის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მუნიციპალიტეტის ორი თანამშრომელი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 06:45 საათზე მოხდა. ამ დროისთვის, თავდამსხმელისა და მისი მოტივის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა პოლიციის განცხადებით, საფრთხე აღარ არსებობს.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.