აშშ-ში სპორტული ოსკარების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
აშშ-ში სპორტული ოსკარების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლოს ანჯელესში ტელეარხ ESPN-ის მიერ დაწესებული პრესტიჟული სპორტული პრემიის – ESPY-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ძირითად ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო სპორტსმენი (კაცი): ალექსანდრ ოვეჩკინი (ჰოკეი)
საუკეთესო სპორტსმენი (ქალი): ქლოე კიმი (სნოუბორდი)
საუკეთესო გუნდი: ჰიუსტონ ასტროსი (ბეისბოლი)
საუკეთესო მწვრთნელი: არონ ფაისი, სკოტ ბაიგელი, კრის ჰიქსონი – Douglas High School
საუკეთესო მატჩი: ოლიმპიადაზე ქალების ჰოკეის ფინალი: აშშ-კანადა
საუკეთესო ოლიმპიელი (ქალი): ქლოე კიმი
საუკეთესო ოლიმპიელი (კაცი): შონ უაიტი
საუკეთესო მებრძოლი: ტერენს კროუფორდი
საუკეთესო მოთამაშე (NFL): ტომ ბრეიდი (ნიუ ინგლენდი)
საუკეთესო მოთამაშე (MLB): მაიკ ტრაუტი (ლოს ანჯელესი)
საუკეთესო მოთამაშე (NBA): ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი)
საუკეთესო მოთამაშე (WNBA): მაია მური (მინესოტა)
საუკეთესო მოთამაშე (NHL): ალექსანდრ ოვეჩკინი (ვაშინგტონი)
საუკეთესო მოთამაშე (MLS): ნემანია ნიკოლიჩი (ჩიკაგო)
საუკეთესო ფეხბურთელი (კაცი): კრიშტიანუ რონალდუ
საუკეთესო ფეხბურთელი (ქალი): სემ კერი
საუკეთესო ავტომრბოლი: მარტინ ტრუექსი
საუკეთესო გოლფისტი (კაცი): ჯორდან სპიტი
საუკეთესო გოლფისტი (ქალი): სუნ-ჰიუნ პარკი
საუკეთესო ჩოგბურთელი (კაცი): როჯერ ფედერერი
საუკეთესო ჩოგბურთელი (ქალი): სლოან სტივენსი