აშშ-ში სიკვდილით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი დასაჯეს
აშშ-ში სიკვდილით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი დასაჯეს

აშშ-ის შტატ ალაბამაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით – იუწყება Reuters-ი.

83 წლის უოლტერ მუდი 1989 წელს განხორციელებული აფეთქებების სერიაში ცნეს დამნაშავედ და სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს.

მუდის სასიკვდილო ინექცია შეუყვანეს და ბოლო სიტყვის წარმოთქმის უფლება არ მისცეს.

​სასამართლომ დაადგინა, რომ მუდიმ 1989 წელს საოლქო მოსამართლე რობერტ ვენსა და სამოქალაქო საკითხებში ადვოკატ რობერტ რობინსონს ასაფეთქებელი მოწყობილობები გაუგზავნა. ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შედეგად, ორივე მათგანი დაიღუპა.

მუდიმ სიკვდილმისჯილთა საკანში 20 წელი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა.