აშშ-ში შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

01:46, 21.02.2021

ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა. როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, მსხვერპლთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია ტეხასში ელექტრომომარაგების კრიზისისთან.

ელექტროენერგიის გარდა, შტატში სასმელი წყლის დეფიციტია.

ამასთან, უამინდობის გამო ტეხასში შეფერხდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი. კერძოდ, გადაიდო 700 ათასზე მეტი ადამიანის აცრა, რომელთაგან 330 ათასს ვაქცინის მეორე დოზა უნდა მიეღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტეხასი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ეს მთავრობას საშუალებას მისცემს, შტატს უფრო მეტი დახმარება გამოუყოს. ამასთან, მომავალ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი ტეხასში გეგმავს ვიზიტს.

მსგავსი