აშშ-ში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მომხრეთა დემონსტრაციები გაიმართა
აშშ-ში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მომხრეთა დემონსტრაციები გაიმართა

აშშ-ში ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა დემონსტრაციები გაიმართა. აქტივისტებმა მიტინგები ჩაატარეს ლოს ანჯელესში, სან ფრანცისკოში, ლას ვეგასში, ფილადელფიაში, ნიუ იორკში, ბოსტონსა და სხვა ქალაქებში.

დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომელზეც პრეზიდენტ ტრამპის გადაყენების მოთხოვნა იყო დაწერილი. აქციებს ათობით ათასი ადამიანი შეურთდა.

დღეს წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. დემოკრატიული პარტიის წევრები ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში სდებენ ბრალს. თავად ტრამპი დანაშაულს უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.