აშშ-ში, ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეზე უცნობი პირი აძვრა
აშშ-ში, ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეზე უცნობი პირი აძვრა

აშშ-ში უცნობი მამაკაცი საშობაო ნაძვის ხეზე აძვრა, რომელიც თეთრი სახლის წინ არსებულ მინდორზე დგას.

Fox News-ის ინფორმაციით, მამაკაცი ნაძვის ხიდან პოლიციის ჩარევის შემდეგ ჩამოვიდა.

სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცმა ეს საქციელი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.