აშშ-ში ქარიშხალ „აისაიასის“ შედეგად წარმოქმნილმა ტორნადომ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
აშშ-ში ქარიშხალ „აისაიასის“ შედეგად წარმოქმნილმა ტორნადომ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალ „აისაიასის“ შედეგად წარმოქმნილმა ტორნადომ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტელეკომპანია „ეიბისის“ ინფორმაციით, ინციდენტი ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არიან დაშავებულებიც.

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის გუბერნატორის, როი კუპერის განცხადებით, შტატის ტერიტორიაზე ქარიშხლის გამო რამდენიმე ტორნადო წარმოიქმნა.

როი კუპერის თქმით, ქარიშხალმა შტატში მცხოვრები 355 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. აშშ-ის ქარიშხლების დაკვირვების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარიშხალი „აისაიასი“ ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე შემცირდა.