აშშ-ში ქარბორბალას გამო 20 000-ზე მეტი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

11:08, 10.03.2019

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარბორბალას გამო 20 000-ზე მეტი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიამ არკანზასისა და ტეხასის შტატებს გადაუარა.

დაშავებულებსა და დაღუპულებზე ცნობა ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ტორნადოებმა რამდენიმე შენობა ბოლომდე გაანადგურა, ზოგი კი ნაწილობრივ დააზიანა.

არკანზასისა და ტეხასის შტატებთან ერთად, შტორმმა გადაუარა ლუიზიანასაც. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქარიშხლის დროს ათობით შენობა დაზიანდა.

მსგავსი